ახალი
სასტუმრო "ვილა პარკი" ბაკურიანში დამსვენებლებისთვის მეტად მოსახერხებელ ადგილას, პარკის შესასვლელთან მდებარეობს. აქ დასვენება შეუძლიათ, როგორც დიდებს, ასევე ბავშვებს.
მახლობლად მდებარეობს ტრასა, ყინულის მოედანი, გასართობი ცენტრი, კინოთეატრი.
ცენტრამდე მისასვლელად სულ რაღაც 5 წუთი გჭირდებათ.
სასტუმროს გააჩნია საკუთარი იზოლირებული და კეთილმოწყობილი ეზო. სასტუმროდან ბაკურიანის არაჩვეულებრივი ხედები იშლება.
სასტუმროში 25 ნომერია 80 დამსვენებელზე.
15 ნომერი 2+1
6 დუპლექსი 4+1
ერთი ლუქსი და ერთი Family Suite
სასტუმროში არის ორი საკონფერენციო დარბაზი 40 და 60 ადამიანზე, აუზი, საუნა, საბილიარდო, ფიტნეს ცენტრი.
ნომრებს გააჩნიათ: ინდივიდუალური სააბაზანო ოთახი მუდმივი ცხელი და ცივი წყლით, მინი ბარი, ტელევიზორი, საკაბელო პროგრამა, ფენი.
კვება: სამჯერადი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები, შვედური მაგიდა (დღისით ღვინო და ადგილობრივი ალკოჰოლური სასმელები შედის ღირებულებაში).
ნომრებში ხილის კალათები დაგხვდებათ.
დამატებითი მომსახურება: ტრანსფერი, ექსკურსია, პიკნიკი, სამკურნალო პროცედურები ბორჯომში, მასაჟი.
მისამართი: საქართველო, ბაკურიანი, რუსთაველის ქ.25
მობ:+995 591 11 17 80
+995 591 21 52 55
მობ: +995 599 96 55 43 (დირექტორი)
ტელ: + 995 367 24 04 05
ვილა პარკი ბაკურიანი.